"გოჩა" არის მარტივი აპლიკაცია ტელეფონებისთვის, მისი მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ ავტომობილისი სიჩქარე იქ სადაც მოძრაობის სიჩქარე მკაცრად კონტროლდება. "გოჩა" დროულად შეგახსენებთ სიჩქარის შეზღუდვის კონტროლირებად არეს თბილისის შემოგარენსა და თბილისი–ბათუმის ავტომაგისტრალზე.. "გოჩა" არ საჭიროებს ინტერნეტს! დაუმეგობრდით "გოჩას" და იმგზავრეთ მშვიდად თქვენი ავტომობილით! |
აპლიკაცია, პირველ რიგში, შექმნილია მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვის გათვალისწინებით. შესაბამისად, მივიჩნევთ რომ რუკა, რომელიც პოტენციურად მძღოლის ყურადღებას გადაიტანს მართვისგან, არ ვქმნით. აუდიო შეტყობინება ამ შემთხვევაში ყველაზე ოპტიმალური გზაა ინფორმაციის მისაწოდებლად. ცნობილია, რომ რადარებს აყენებენ ყველაზე სახიფათო ადგილებში, რომლის მიზანია უსაფრთხოების დაცვა და არა მძღოლების დაჯარიმება. "გოჩა" კი თავისი წინსაწარი შეტყობინების ფუნქციით უსაფრთხოების ხარისხს ამაღლებს. აპლიკაციის მომხმარებელი კი წინასწარ ანელებს სიჩქარეს ყველა რადართან მიახლოვებისას. შედეგად, ყველა დაცული და კმაყოფილია.